პაკისტანში ქრისტიანებით დასახლებულ უბანში თვითმკვლელმა ტერორისტმა ტერაქტი მოაწყო

ქალაქ პეშავერის ჩრდილო-დასავლეთით 20 კილომეტრის დაშორებით მომხდარი ტერაქტის შედეგად უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი დაიღუპა

563746
პაკისტანში ქრისტიანებით დასახლებულ უბანში თვითმკვლელმა ტერორისტმა ტერაქტი მოაწყო

პაკისტანში ქრისტიანებით დასახლებულ უბანში თვითმკვლელმა ტერორისტმა ტერაქტი მოაწყო.

ქალაქ პეშავერის ჩრდილო-დასავლეთით 20 კილომეტრის დაშორებით მომხდარი ტერაქტის შედეგად უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი დაიღუპა, ხუთი ადამიანი კი მათ შორის ორი სამხედრო და ერთი პოლიციელი დაიჭრა.

თავდამსხმელებმა, რომელთაც ასაფეთქებელი ჟილეტი ეცვათ, უსაფრთხოების ძალებს ცეცხლი გაუხსნეს.

შეტაკების დროს ოთხივე თავდამსხმელი იქნა ლიკვიდირებული.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა პაკისტანს თალიბანთან დაკავშირებულმა ორგანიზაცია ჯამაათ ულ აჰრარმა აიღო.



მსგავსი ინფორმაციები