იტალიაში დაღუპულთა რიცხვმა 240-ს გადააჭარბა

იტალიის ცენტრალურ ნაწილში მომხდარი 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 240-ს გადააჭარბა

558833
იტალიაში დაღუპულთა რიცხვმა 240-ს გადააჭარბა

იტალიის ცენტრალურ ნაწილში მომხდარი 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 240-ს გადააჭარბა, დაშავებულთა რიცხვი კი 370-მდე გაიზარდა.

მიწის სიღრმეში 10 კილომეტრზე მომხდარი მიწისძვრა 20 წამი გაგრძელდა და ბიძგები იტალიის დედაქალაქ რომში იგრძობოდა.

მიწისძვრას დიდ ნგრევა მოჰყვა დაბებში ამატრიჩეში, აკუმოლსა და არკუატა დელ ტრონტოში.

სტიქიური უბედურების ზონაში სამძებრო სამაშველო სამუშაოები მთელი სისწრაფით გრძელდება.

ნანგრევებში დიდი რაოდენობით ადამიანია მოყოლილი.

სპეციალისტები მოსახლეობას მიწისძვრის შემდგომ ბიძგების გამეორების შესახებ აფრთხილებენ.

სტიქიური უბედურების ზონაში ჩავიდა ქვეყნის პრემიერმინისტრი მატეო რენცი, რომელმაც განაცხადა, რომ პრობლემაა მიცვალებულთა ამოცნობასთან დაკავშირებით. მისი თქმით, მინისტრთა საბჭოს საგანგებო შეხვედრა დღეს ჩატარდება, სადაც შექმნილ ვითარებას შეაფასებენ.

იტალიაში კი გლოვა გამოცხადდა. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად სახელმწიფო დაწესებულებებზე დროებში დაეშვება.


საკვანძო სიტყვები: #იტალია , #მიწისძვრა

მსგავსი ინფორმაციები