ისრაელის სამხედროები პალესტინელების წინააღმდეგ ძალადობას განაგრძობენ
პალესტინური მეამბოხე ჯგუფების მოწოდებით ათობით ადამიანი „შიმშილობის გაფიცვაზე დაკავებულების“ მხარდასაჭერად რამალაში შეიკრიბა
ისრაელის სამხედროები პალესტინელების წინააღმდეგ ძალადობას განაგრძობენ.
პალესტინური მეამბოხე ჯგუფების მოწოდებით ათობით ადამიანი „შიმშილობის გაფიცვაზე დაკავებულების“ მხარდასაჭერად რამალაში შეიკრიბა.
ოფერის საპატიმროსკენ მოწყობილ დემონსტრაციაში მონაწილეებმა ისრაელის ადმინისტრაციული პატიმრობა გააპროტესტეს და მოშიმშილე დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს.
ისრაელის სამხედოები პლასტმასის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით შეეცადნენ საპატიმროს შესასვლელთან აქციის მომწყობი პალესტინელების დაშლას.
ისრაელის დაზვერვას, საიდუმლო უსაფრთხოების ინფორმაციაზე დაყრდნობით „ადმინისტრაციული პატიმრობის“ სახელით შეუძლია პალესტინელების ერთიდან ექვს თვემდე დაკავება.
მსგავსი ინფორმაციები
ნიგერიაში 10 წლის წინ ბოკო ჰარამის მიერ გატაცებული 387 ადამიანი გაათავისუფლეს
ნიგერიაში 10 წლის წინ ბოკო ჰარამის მიერ გატაცებული 387 ადამიანი გაათავისუფლეს