სერიული აფეთქებები ტაილანდში

დაიღუპა 3 კაცი

550420
სერიული აფეთქებები ტაილანდში

ტაილანდის პოლიციის ცნობით, დღეს დილით სერიული აფეთქებები მოხდა ამ ქვეყნის ოთხ ქალაქში, ტრანგში, ჰუა ჰინში, სურატ ტჰანში და პჰუკეტში, რის შედეგადაც 3 კაცი დაიღუპა, 35 დაიჭრა და ამ უკანასკნელებს შორის უცხოელი ტურისტებიც მრავლად არიან.

ხელისუფლების აზრით ქვეყანას რაიმე რეგიონალური, ეთნიკური თუ რელიგიური პრობლემები არ გააჩნია და ამიტომ მას დივერსიად მიიჩნევენ.

გასული წლის 17 აგვისტოს ამ ქვეყნის დედაქალაქ ბანგკოკის ერთ ერთი დიდი სავაჭრო ცენტრის, რაჟპრასონგის მახლობელ ერაუანის ტაძართან მომხდარ ბომბიან აფეთქებას 20 კაცი ემსხვერპლა, 120 დაშავდა



მსგავსი ინფორმაციები