სერბეთს ახალი მთავრობა ჰყავს

ახალ კაბინეტში ერთი გეიც არის

550466
სერბეთს ახალი მთავრობა ჰყავს

ბელგრადიდან მიღებული ცნობით, სერბეთის წინსვლის პარტიის გენერალური მდივნის და პრემიერმინისტრ ალექსანდრე ვუჯიჯის მხრიდან შექმნილმა ქვეყნის ახალმა კაბინეტმა პარლამენტის კენჭისყრაზე ნდობის ვოტუმი მიიღო.

სამ დღიანი ცხარე კამათების შემდეგ ჩატარებული კენჭისყრის დროს 62 უარყოფითი ხმის წინააღმდეგ დადებითი ხმა გამოიყენა 163-მა დეპუტატმა, ხოლო 24-მა კი თავი შეიკავა.

სერბეთის ახალი მთავრობა მუშაობას ფიცის ცერემონიის დასრულების შემდეგ დაიწყებს.

სხვათა შორის ამ ახალ კაბინეტში ერთი გეიც არის. სახელმწიფო და საჯარო ადმინისტრირების მინისტრი ანა ბრნაბიჯი ქვეყანაში პირველი გეი მინისტრი გახდა და სერბეთში მოქმედმა ლგბტ-ს საზოგადოებამ ამ ფაქტს "ისტორიული მომენტი" უწოდა



მსგავსი ინფორმაციები