ევროკავშირი PKK-ს წინააღმდეგ თურქეთს სოლიდარობას უცხადებს

ევროკავშირმა განცხადა, რომ დიარბაქირსა და მარდინში გუშინ წინ მომხდარი ტერორისტული აქტის გამო ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს წინააღმდეგ თურქეთს სოლიდარობას უცხადებს

550855
ევროკავშირი PKK-ს წინააღმდეგ თურქეთს სოლიდარობას უცხადებს

ევროკავშირმა განცხადა, რომ დიარბაქირსა და მარდინში გუშინ წინ მომხდარი ტერორისტული აქტის გამო ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს წინააღმდეგ თურქეთს სოლიდარობას უცხადებს.

ევროკომისიაში გაკეთებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქეთი კიდევ ერთხელ მარდინსა და დიარბაქირში ტერორისტული აქტების სამიზნე გახდა. აქვე დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარ უცხადებენ, დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას უსურვებენ.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია: „ევროკავშირი კიდევ ერთხელ თანადგომას უცხადებს თურქეთს, მის მთავრობასა და ხალხს. თურქი უფლებამოსილები რთული გამოწვევების წინაშე არიან. მათ შორისაა ევროკავშირის მიერ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეტანილი PKK-ს ძალადობრივი აქტები.“  

შეგახსენებთ, რომ დიარბაქირის დაბა სურში პოლიციის ავტომანქანაზე სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს ტერორისტების მიერ დანაღმული მანქანით განხორციელებული ტერაქტის შედეგად ერთი ოჯახიდან 5 ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა, მათგან 5 პოლიციელი.

მარდინის დაბა ქიზილთეფეში კი სეპარატისტული ტერორგანიზაცია პკკ-ს ტერორისტების მიერ გზაზე დაგებული ნაღმი პოლიციის სწრაფი რეაგირების ჯგუფის ჯავშანტრანსპორტიორის გავლის დროს აფეთქდა, რის შედეგადაც 1 პოლიციელი და 2 სამოქალაქო პირი დაიღუპა, 30 კი დაშავდა, მათგან 5 პოლიციელი.


საკვანძო სიტყვები: #ევროკავშირი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები