რუსეთში ეროვნული გვარდია იქმნება

იგი პირდაპირ პუტინს დაემორჩილება

543388
რუსეთში ეროვნული გვარდია იქმნება

რუსეთის ეროვნული დაცვის გვარდიის ახალმა სარდალმა ვიქტორ ზოლოტოვმა რუსული საინფორმაციო სააგენტო  Interfax-სათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ 340 ათასიანი გვარდიის შექმნისათვის ამ წლის ბოლომდის საჭირო ტრანსფერებს გააკეთებენ როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, ასევე  საჰაერო, სპეცდანიშნულების და სხვა ერთეულებიდან რა, 2017 წლამდე მათი მოვალეობები და საქმიანობების საგანი დაკონკრეტდება, ხოლო 2018 წლიდან ეს გვარდია  პირდაპირ პრეზიდენტის დაქვემდებარებაში გადავა და მხოლოდ პუტინს დაემორჩილება.

ამ გვარდიის შექმნას სტარტი მიმდინარე წლის აპრილიდან მიეცა.

ადრე გავრცელებულ განცხადებაში პუტინმა აღნიშნა, რომ ეროვნული გვარდია ტერორიზმს, ორგანიზებულ დანაშულს და იარაღის კონტრაბანდას შეებრძოლება  



მსგავსი ინფორმაციები