ჰილარი კლინტონი ისტორიაში შევიდა როგორც ქვეყნის პრეზიდენტობის პირველი ქალი კანდიდატი

ჰილარი კლინტონი დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი გახდა, რითაც იგი ისტორიაში შევიდა როგორც  ქვეყნის პრეზიდენტობის პირველი ქალი კანდიდატი

540171
ჰილარი კლინტონი ისტორიაში შევიდა როგორც ქვეყნის პრეზიდენტობის პირველი ქალი კანდიდატი

აშშ-ში 8 ნოემბერს გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებზე, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰილარი კლინტონი დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი გახდა, რითაც იგი ისტორიაში შევიდა როგორც  ქვეყნის პრეზიდენტობის პირველი ქალი კანდიდატი.

ჰილარი კლინტონი პენსილვანიის შტატის ქალაქ ფილადელფიაში გამართულ პარტიის კონგრესზე დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატად იქნა გამოცხადებული.

კლინტონმა მკაცრად გააკრიტიკა რესპუბლიკელთა პრეზიდენტობის კანდიდატი, ბიზნესმენი დონალდ ტრამპი, რომელიც თავისი კამპანიის დროს ხშირად აცხადებს, რომ „მუსლიმებს აშშ-ში არ შეუშვებენ“ და დასძინა: „ჩვენ რელიგიას არ ავკრძალავთ. ყველა ამერიკელთან და ჩვენს მოკავშირესთან ერთად ტერორიზმს დავამარცხებთ... ერთად უფრო ძლიერები ვართ და ეს არი არის ლოგანი, რომელსაც მხოლოდ ჩვენი კამპანიის დროს ვიყენებთ. ის იმ ფასეულობების მნიშვნელოვანი სწავლებაა, რომელზედაც  ჩვენი ქვეყანაა აშენებული.“

კლინტონმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ტრამპმა თავისი კამპანიის მანძილზე ხალხი ერთმანეთისგან განასხვავა, განსაკუთრებით მისი სამიზნე მიგრანტები გახდა და ეს გამოთქმები აშშ-ის ფასეულობებს არ შეესაბამება.“



მსგავსი ინფორმაციები