აფეთქება ბავარიაში

დაიღუპა 1, დაიჭრა 11 კაცი

537090
აფეთქება ბავარიაში

კიდევ ერთი ტრაგედია მოხდა გერმანიაში. ბავარიის პროვინციის ქალაქ ანშბახში მდებარე ერთ რესტორანში აფეთქება მოხდა, რასაც სულ ცოტა 1 კაცი ემსხვერპლა, 11 კი დაიჭრა.

პირველადი განცხადებებით აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია, თუმცა, პროვინციის პრემიერმინისტრის აზრით, შეიძლება იგი დაგეგმილი თავდასხმა იყოს.

ამ აფეთქების შემდეგ გააუქმეს მუსიკალური ფესტივალი, რომელიც ამ აფექტების ადგილთან ახლოს უნდა ჩატარებულიყო.

ამასობაში გრძელდება 22 ივლისს მიუნხენში განხორციელებული ტერაქტის მოკვლევა, რომელიც ირანელი წარმოშობის გერმანელმა მოქალაქემ განახორციელა და რომელსაც 9 კაცი ემსხვერპლა, მათ შორის 3 თურქიც.

ტერაქტის განმხორციელებელს ალი დავიდ სონბოლი ჰრქმევია და იგი მხოლოდ 18 წლის ყოფილა. დაკავებულია სონბოლის 16 წლის მეგობარი, რომელსაც სცოდნია ამ თავდასხმის შესახებ, მაგრამ, ძალოვანებისთვის არ შეუტყობინებია.

უკვე დადგენილია, რომ სონბოლის ეს თავდასხმა 1 წლის წინ დაუგეგმავს. დადგენილია ისიც, რომ თავდამსხმელს ფსიქიკური დაავადება ჰქონია და გასულ წელს ორი თვის განმავლობაში მკურნალობის კურსი გაუვლია   



მსგავსი ინფორმაციები