რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზება სირიის კრიზისის მოგვარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს

ლავროვმა აზერბაიჯანში ყარაბაღის შესახებაც ისაუბრა

527826
რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზება სირიის კრიზისის მოგვარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება, სადაც თავის კოლეგა ელმარ მემედიაროვთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის შემდეგ გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის დროს ლავროვმა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის დარეგულირებაზეც ისაუბრა. მან განაცხადა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობის ნორმალიზება სირიის კრიზისის მოგვარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. ლავროვმა ასევე თვის დასაწყისში სოჭში ჩავუშოღლუსთან გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა. სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციის დროს ასევე ყარაბაღის საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს, მაგრამ სანქტ-პეტერბურგში აზერბაიჯანის და სომხეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა და საკითხის მოგვარებას ახლა უფრო მიუახლოვდნენ.



მსგავსი ინფორმაციები