ბრიუსელში რივლინის და აბბასის შეხვედრა იგეგმება

ეს იქნება მათი პირველი შეხვედრა

515278
ბრიუსელში რივლინის და აბბასის შეხვედრა იგეგმება

ისრაელის ტელეარხ Kanal 10-ის მიხედვით მიმდინარეობს მცდელობები, რათა, ბრიუსელში მყოფ ამ ქვეყნის პრეზიდენტ როვენ რივლინსა და ამ კვირაში ბრიუსელში ვიზიტად ჩასასვლელ პალესტინის ლიდერ მაჰმუდ აბბასის შორის პირისპირი შეხვედრა შესდგეს.

ამავე ცნობით ეს მცდელობები არა მთავრობის მხრიდან იწარმოება, არამედ სხვა არხების მეშვეობით, თუმცა, ამ შეხვედრის მცდელობის შესახებ ინფორმაცია მოეპოვება ისრაელის პრემიერ ნეთანიაჰუს.

რივლინ-აბბასის შეხვედრის გამართვის შემთხვევაში ეს იქნება პირველი უმაღლესი დონის პირისპირი შეხვედრა ორი მხარის ლიდერებს შორის.

ეს ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა პალესტინის მხრიდან.

რივლინი დღეს 4 დღიანი ვიზიტით ჩავიდა ბრიუსელში, ხოლო ხვალ ან ზეგ ამავე ქალაქს უნდა ეწვიოს აბბასიც



მსგავსი ინფორმაციები