მოსკოვში თურქეთის საღამო გაიმართა

მოსკოვში თურქეთის საღამო გაიმართა

513660
მოსკოვში თურქეთის საღამო გაიმართა

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მარხვის თვესთან დაკავშირებით გახსნილ კარავში „თურქეთის საღამო“ სახელწოდების იფთარი, ე.ი სამარხო ვახშამი გაიმართა. გამარჯვების პარკში გამართულ ვახშამზე მოსკოვში თურქეთის ელჩი, უმით იარდიმი, რუსეთის სამუფთოს თავჯდომარე, რავილ გაინუდდინი და ორივე ქვეყნის მრავალი მოქალაქე დაესწრო. ვახშმის პროგრამა წმ. ყურანის კითხვით დაიწყო და „თურქეთში რამაზნის ტრადიციები“ სახელის ვიდეო ჩვენებით გაგრძელდა. მოსკოვში მარხვის თვეში აღნიშნული კარავი ყოველთვის იხსნება და ყოველდღიურად სხვადასხვა მუსლიმანური ქვეყნების და რეგიონების სახელის იფთარი იმართება.  


საკვანძო სიტყვები: #რუსეთი , #მოსკოვი , #იფთარი , #ყურანი

მსგავსი ინფორმაციები