აშშ საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებისგან შეშფოთებულია

აშშ საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებისგან შეშფოთებულია

511882
აშშ  საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებისგან შეშფოთებულია

აშშ-ს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, ჯონ ქორბის განცხადებით ისინი საფრანგეთში მომხდარი ძალადობის ფაქტების გამო შეშფოთებულები არიან. ქორბიმ ყოველდღიური ტრადიციული პრესკონფერენციის დროს საფრანგეთში მიმდინარე აქციების და  ევრო 2016-ის ფარგლებში მომხდარი შეტაკებების შესახებ ისაუბრა. „მსგავს ძალადობებს როდესაც ვხედავთ შეშფოთებულები ვართ. ჩვენ როგორც ამერიკის მოქალაქეების ასევე სხვა ქვეყნების მოქალაქეების უსაფრთხოებასაც ვფიქრობთ,“ განაცხადა მან.  ამერიკის მთავრობამ გასულ კვირას საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში ტერორისტულ აქტების საშიშროების თვალსაზრისით საკუთარი მოქალაქეები გააფრთხილა.

 



მსგავსი ინფორმაციები