ანტი სამთავრობო გამოსვლები საბერძნეთში

მათ მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა გააკრიტიკეს

511850
ანტი სამთავრობო გამოსვლები საბერძნეთში

გუშინ საბერძნეთის დედაქალაქ, ათენში ანტი სამთავრობო აქცია გაიმართა. ოპოზიციონერების მიერ გამართულ აქციაზე ალექსისი ციპრასის მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა გააკრიტიკეს.  სინტაგმას მოედანზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს და ციპრასის მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდეს. მათ მთავრობის მიერ შემოღებული ქამრების შემოჭერის პოლიტიკა სტვენით და ლოზუნგებით გააპროტესტეს.  ოპოზიციონერებმა პარლამენტის შენობის კიბეებთან „სახლში დაბრუნდი ციპრას“ წარწერების ბანერები დატოვეს. მეორეს მხრივ აქციის მონაწილეებიდან ერთ-ერთმა ევროსაბჭოს დროშის დაწვა ისურვა რა, იგი სამართალდამცველებმა მოედნიდან გაიყვანეს.



მსგავსი ინფორმაციები