EURO 2016 გაფიცვებისა და საპროტესტო აქციების ფონზე დაიწყო

საფრანგეთში ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატი EURO 2016 გაფიცვებისა და საპროტესტო აქციების ფონზე დაიწყო

508310
EURO 2016 გაფიცვებისა და საპროტესტო აქციების ფონზე დაიწყო
fransa belçika protesto.jpg

საფრანგეთში ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატი EURO 2016 გაფიცვებისა და საპროტესტო აქციების ფონზე დაიწყო.

დედაქალაქ პარიზში დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა გაფიცვის 14 ივნისამდე გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს. ამის გამო კი დედაქალაქის ზოგიერთ უბანში უკვე 4 დღეა ნაგავი არ გააქვთ.

პარიზის ნაგვის გადამამუშავებელი ცენტრის მუშათა გაფიცვის გამო ერთი კვირაა დედაქალაქში ნაგვის გადამუშავება არ ხდება.

პოლიციამ ევროპის ყველაზე დიდი გადამამუშავებელი ცენტრის წინ აგებული ბარიკადები მოხსნა, თუმცა იმის გამო, რომ მუშები არ მუშაობენ, ნაგვის გადამუშავება ვერ ხერხდება.     

პროფკავშირების განცხადებით, რომლის წევრიც ეროვნული ავიაკომპანია Air Fransa-ია, შაბათს დასაწყებ გაფიცვაზე უარის თქმას არ აპირებენ. აქვე ნათქვამია, რომ გაფიცვის გამო შესაძლოა რეისების 30% გაუქმებული იქნას.

გაფიცვა დღიურად, სავარაუდოდ, 30 მილიონი ევროს ზარალს გამოიწვევს და იგი უარყოფით გავლენას მოახდენს ჩემპიონატზე დასასწრებად საფრანგეთში ჩასვლის მსურველებზე.

პილოტების გაფიცვა 14 ივნისამდე გაგრძელდება.

ქვეყნის რკინიგზის თანამშრომელთა გაფიცვის გამო როგორც შიდა ასევე საერთაშორისო რეისების მნიშვნელოვანი შეფერხება ხდება. რკინიგზის თანამშრომელთა 26 მაისს დაწყებული გაფიცვის მიერ გამოწვეულმა ზარალმა, სავარაუდოდ, 300 მილიონ ევროს მიაღწია.

საფრანგეთში დაწყებული საპროტესტო აქციები ქვეყნის ფარგლებსაც გასცდა.

ბელგია-საფრანგეთის საზღვარზე მდებარე ქალაქ რეკემში შეკრებილმა ფრანგმა და ბელგიელმა პროფკავშირების წარმომადგენლებმა შრომის კანონპროექტი გააპროტესტეს.

პროფკავშირების წარმომადგენლებმა ავტომობილებით გზა გადაკეტეს და გარშემო მყოფთ შრომის კანონპროექტის საწინააღმდეგო განცხადებები დაურიგეს.

კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში ყოველდღიური სამუშაო დრო მაქსიმუმ 10 საათი 12 საათამდე გაიზრდება, შესაძლებელი გახდება ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის მომთხოვნი დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება, ნახევარ განაკვეთზე მომუშავეთა ყოველ კვირეული მინიმალური 24 საათიანი სამუშაო დრო შემცირდება და ზეგანაკვეთზე უფრო ნაკლები ხელფასის გადახდა გახდება შესაძლებელი.

პროფკავშირები და მუშათა გაერთიანებები მთავრობის მიერ კანონპროექტის უკან გატანას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აცხადებენ, რომ უკან არ დაიხევენ.



მსგავსი ინფორმაციები