რომში აფრიკის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების კონფერენცია გაიმართა

რომში აფრიკის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების კონფერენცია გაიმართა

493807
რომში აფრიკის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების კონფერენცია გაიმართა

გუშინ, იტალიის დედაქალაქ, რომში იტალია-აფრიკის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების კონფერენცია გაიმართა, რომელზეც 40 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრებოდა.  კონფერენციის თემა, ევროკავშირ-თურქეთს შორის მიგრანტების საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული პოლიტიკის აფრიკის მიმართაც  განხორციელება გახლდათ.  პირველად განხორციელებულ კონფერენციაზე, როგორც აფრიკის ქვეყნებიდან ევროპაში ჩასული მიგრანტების საკითხი  ასევე ლიბიაში მიმდინარე მოვლენებიც განიხილეს.  კონფერენციას გაეროს, საერთაშორისო მიგრაციის ორგანიზაციის და საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.  იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პაულო გენტილონიმ განაცხადა, რომ ევროკავშირმა მიგრანტების პოლიტიკა  თურქეთის მსგავსად აფრიკის   მიმართაც უნდა  განახორციელოს.  კონფერენციაზე ასევე სიტყვით აფრიკის კავშირის თავჯდომარე და ჩადის საგარეო საქმეთა მინისტრი მუსა ფაქი მაჰამათიც გამოვიდა, რომელმაც განაცხადა, რომ აფრიკიდან ევროკავშირში მიგრაციის თავიდან ასაცილებლად საჭირო ნაბიჯების დროულად გადადგმაა საჭირო. აფრიკის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა კი კონტინენტზე არსებულ არასტაბილურობაზე და ეკონომიკურ პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება.


საკვანძო სიტყვები: #იტალია , #რომი , #აფრიკა , #კონფერენცია

მსგავსი ინფორმაციები