ნიგერია საერთაშირისო უსაფრთხოების სამიტს მასპინძლობს

სამიტს საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდიც ესწრება

491199
ნიგერია საერთაშირისო უსაფრთხოების სამიტს მასპინძლობს

ნიგერია საერთაშირისო უსაფრთხოების სამიტს მასპინძლობს. სამიტის მთავარი განსახილველი თემა ტერ ორგანიზაცია ბოკო არამის წინააღმდეგ ბრძოლაა.  სამიტს აფრიკის ქვეყნების პრეზიდენტებთან ერთად, საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდიც ესწრება.  სამიტის ფარგლებში ოლანდმა ნიგერიის პრეზიდენტ, მუჰამმედ ბუჰარისთანაც გამართა შეხვედრა. მან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ტერ ორგანიზაცია ბოკო არამის წინააღმდეგ ბრძოლის თანამშრომლობამ მნიშვნელოვანი დადებითი შედეგები გამოიღო მაგრამ პრობლემები ჯერ კიდევ არსებობს. ბოკო არამი 160 მილიონიან აფრიკის ქვეყნებიდან, ნიგერიაში 2000-იანი წლებიდან ფუნქციონირებს. მათ მიერ დღემდე განხორციელებული ტერაქტების შედეგად 17 ათასამდე ადამიანი დაიღუპა და 2 მილიონამდე იძულებული გახდა საკუთარი საცხოვრებელი დაეტოვებინა.  ბოკო არამი ასევე ადამიანების გატაცებითაც არის ცნობილი და სწორედ 2014 წლის 14 აპრილს, მათ ნიგერიის ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილში ბორნოს რეგიონის  ერთ-ერთ სკოლიდან 276 მოსწავლე გოგო გაიტაცეს რა, მათგან 57-მა ტერორისტებიდან თავის დაღწევა შესძლო, ხოლო დანარჩენების მდგომარეობა ჯერ კიდევ უცნობია.



მსგავსი ინფორმაციები