ობამამ წერილი მისწერა კონგრესს და სენატს

მან ეროვნული საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება მოითხოვა

483735
ობამამ წერილი მისწერა კონგრესს და სენატს

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ წერილი მისწერა კონგრესს და სენატს, რომელშიც 2004 წელს სირიის თაობაზე მიღებული და შემდეგ წლებში რამდენჯერმე გააქტიურებული ეროვნული საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გაგრძელება მოითხოვა, რადგან, ესადის რეჟიმი დაუნდობლად აგრძელებს თავისი ხალხის ხოცვა-ჟლეტას, რაც არა მხოლოდ, სირიაში, არამედ რეგიონის ქვეყნებშიც არა სტაბილურობას იწვევს.

“სირიის რეჟიმი კვლავ აგრძელებს მცდელობებს, რათა ხელთ იგდოს ქიმიური და ბიოლოგიური იარაღები, მხარდაჭერას უჩენს ტერ ორგანიზაციებს, ხელს უშლის ლიბანის მთავრობის ეფექტურ მუშაობას, ახალისებს რადიკალიზმს და სექტანტობას, რაც საბოლოო ჯამში საფრთხეს უქმნის ამერიკის უსაფრთხოებასაც, საგარეო პოლიტიკასაც და ეკონომიკასაც, რის გამოც ეროვნული საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას ვითხოვ“, აღნიშნულია ობამას წერილში.

ამასთან ერთად იგი ამავე წერილში ესადის რეჟიმისგან ომის დაუყონებლივ შეჩერებას, ჟენევაში მიღებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვას, ჰუმანიტარული დახმარებების დანიშნულ ადგილებში უსაფრთხო ტრანსპორტირებას, დემოკრატიისა და თავისუფლებების გაზრდას ითხოვს.

ამ დროს განცხადება გაავრცელა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ და თქვა, რომ 1 აგვისტომდე სირიაში გარდამავალი პროცესის დაწყებას ითვალისწინებენ და თუ ამ რამდენიმე თვეში ამას მიაღწევენ, მაშინ, შეიძლება “სულ სხვა გზაზე“ შევიდნენ.

მანვე მკაცრად დაგმო ესადის რეჟიმის მხრიდან ქალაქ ალეპოში საავადმყოფოებზე განხორციელებული თავდასხმა და ამ საკითხში  პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა ყველა მხარეს.



მსგავსი ინფორმაციები