შეიარაღებული თავდასხმა ეთიოპიაში

დაიღუპა 170 სოფლელი

472539
შეიარაღებული თავდასხმა ეთიოპიაში

ეთიოპიის ინფორმაციის სამმართველო იუწყება, რომ ქვეყნის სამხრეთში მდებარე გამბელას რაეგიონში, რომელიც ესაზღვრება სუდანს, შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ ერთ დასახლებას და 170 კაცი გამოასალმეს სიცოცხლეს.

ადგილზე მისულმა ეთიოპელმა ჯარისკაცებმა შესძლეს 60-მდე თავდამსხმელის ლიკვიდირება.

ამავე ცნობით თავდამსხმელებმა გადაწვეს ათეულობით სახლი, ხოლო შინაური ცხოველები კი მოკლეს.

გამბელას რეგიონში სუდანელ ლტოლვილთა 4 ბანაკი მოქმედებს და მათ ხშირად ესხმიან თავს შეიარაღებული პირები



მსგავსი ინფორმაციები