ნაზიმ ლააშრაუის დაკავების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

არ დადასტურდა ინფორმაცია ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გუშინ მომხდარი ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი პიროვნების, ნაზიმ ლააშრაუის, დაკავების შესახებ

456967
ნაზიმ ლააშრაუის დაკავების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

არ დადასტურდა ინფორმაცია ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გუშინ მომხდარი ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი პიროვნების, ნაზიმ ლააშრაუის, დაკავების შესახებ.

ფედერალური მთავარი პროკურატურის განცხადებით, ნაზიმ ლააშრაუის დაკავების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

ადგილობრივი პრესის თანახმად, ტერაქტებთან დაკავშირებული მესამე ტერორისტი ლააშრაუი დააკავეს, რომელმაც 13 ნოემბრის ტერაქტების დროს გამოყენებული ასაფეთქებლები დაამზადა.

თუმცა ბრიუსელის პროკურორმა ფრედერიკ ვან ლიუმ აღნიშნა, რომ დაკავებული პიროვნება, რომლის დაკითხვაც გრძელდება, ნაზიმ ლააშრაუი არ არის.

ამავდროულად, ბელგიის პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც აეროპორტსა და მეტროსადგურში თვითმკვლელური ტერაქტების მომწყობნი ხალიდ და იბრაჰიმ ელ-ბაკრაუი არიან.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ტერორისტების სამიზნე გახდა აეროპორტი და მალბეკის მეტროსადგური, რის შედეგადაც 34 ადამიანი დაიღუპა და 120-ზე მეტი კი დაშავდა.

აფეთქებების შემდეგ ქვეყანაში ანტიტერორისტული ოპერაციები დაიწყო.

ბრიუსელში შარბერკის უბანში ერთ-ერთი სახლში ჩატარებული ჩხრეკისას ლურსმებით გაძლიერებული ასაფეთქებელი, ქიმიური იარაღი და დეაშის დროშა აღმოაჩინეს.


საკვანძო სიტყვები: #ბელგია , #ტერაქტი , #ბრიუსელი

მსგავსი ინფორმაციები