დასრულდა ბარაკ ობამას, სამ დღიანი, ისტორიული ვიზიტი კუბაში

მოწოდებით მიმართა კუბელ ხალხს, რომ ამ მოსვლით იგი ითვალისწინებს, საერთოდ, ცივი ომის კვალის წაშლას

456777
დასრულდა ბარაკ ობამას, სამ დღიანი, ისტორიული ვიზიტი კუბაში

დასრულდა აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას სამ დღიანი ისტორიული ვიზიტი კუბაში.

ვიზიტის უკანასკნელ დღეს, ჰავანის დიდ თეატრში, სადაც მასთან ერთად იმყოფებოდა სახელმწიფოს პრეზიდენტი რაულ კასტრო, მოწოდებით მიმართა კუბელ ხალხს, რომ ამ მოსვლით იგი ითვალისწინებს, საერთოდ, ცივი ომის კვალის წაშლას.

სახელმწიფო ტელევიზიის ცოცხალი ეთერით ტრანსლირებულ მოხსენებაში, აღნიშნა, რომ მთავრობა არ უნდა შეუშინდეს მოქალაქეთა აზრების თავისუფლად გამოხატვას და თავიანთი ლიდერის არჩევნების გზით განსაზღვრას.

ობამამ, ჰავანის ამერიკის საელჩოში, შეხვედრა ჩაატარა ოპოზიციონერთა ჯგუფთან.

რაულ კასტროსთან ერთად უყურა ბეისბოლის მატჩს.

შეხვედრების დღის წესრიგში ჩადგა ბელგიის ტერ-აქტიც. საჭიროდ მიიჩნია რასის და ერის განურჩევლად ტერორის წინააღმდეგ ამხედრება.

ჰავანიდან, არგენტინაში გადასვლისას, აეროპორტში მას გაცილება მოუწყო კუბის პრეზიდენტმა რაულ კასტრომ.



მსგავსი ინფორმაციები