პკკ-ამ ბრიუსელში საპროტესტო კარავი გაშალა

ანკარამ ამის გამო მკაცრად გააკრიტიკა ევროკავშირი

453402
პკკ-ამ ბრიუსელში საპროტესტო კარავი გაშალა

ბრიუსელში ანტი თურქული ღონისძიება მიმდინარეობს და სამწუხაროდ მასზე თვალს ხუჭავენ ბელგიის მთავრობაც და ევროკავშირის ხელმძღვანელობაც.

საქმე იმაშია, რომ ბრიუსელის ევროსაბჭოს შენობის წინ, სადაც დღეს თურქეთ-ევროკავშირის მორიგი სამიტი გაიმართება ლტოლვილთა კრიზისთან დაკავშირებით, საპროტესტო კარავი გახსნეს ქურთული ტერ ორგანიზაცია პკკ-ას ტერორისტებმა და მის დახურვას არ ცდილობენ არც ბელგია და არც ევროკავშირი.

ამით კიდევ ერთხელ მტკიცდება ევროპელების ორპირობა, რამეთუ სულ რამდენიმე დღის წინ ხსენებულმა ტერ ორგანიზაციამ ანკარის ცენტრში განხორციელებული ტერაქტით 35 მშვიდობიანი მოქალაქე გამოასალმა სიცოცხლეს.

დიახ, ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლი ბელგია და ევროკავშირი, რატომღაც იმავე სოლიდარობას არ იჩენენ პკკ-ას წინააღმდეგ ბრძოლაში, პირიქით თვალს ხუჭავენ ბრიუსელის ცენტრში მოწყობილ ამ ღია პროვოკაციაზე, როცა 13 ნოემბერს პარიზში მომხდარი ტერაქტის ეჭვმიტანილებს ბელგიაშიც და ევროკავშირის ქვეყნებშიც რომ იტყვიან სანთლით დაეძებენ.

მოკლედ, ამით ევროპელები კიდევ ერთხელ ადასტურებენ თავიანთ არა სტანდარტულობას და გულგრილობას თურქეთისადმი რა, ზუსტად მათ ამ ქმედებას ეხება მოარული გამოთქმა “სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირიო“.

შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ბრიუსელი არის ის ქალაქი, სადაც თავისუფლად ნებივრობენ თურქეთში აკრძალული ტერ ორგანიზაციების PKK-ს და DHKP-C-ს ტერორისტები, უფრო მეტიც, მათ საქმიანობებს რეკლამებს უწევენ და ქებით მოიხსენიებენ ბელგიის ტელეარხები



მსგავსი ინფორმაციები