ანტიტერორისტული ოპერაცია საფრანგეთში

ოპერაციის შედეგად დაკავებულ იქნა ოთხი ადამიანი მათ შორის ერთი ქალია

452344
ანტიტერორისტული ოპერაცია საფრანგეთში

ანტიტერორისტული ოპერაცია საფრანგეთში

ფრანგმა სამართალდამცველებმა პარიზში ტერაქტის განხორციელების მზადებაში მყოფი ოთხი პირი დააკავა. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბერნარდ კაზენოვმა განაცხადა, რომ სპეცოპერაცია პარიზში ტერაქტის განხორციელების მზადებაში მყოფ ჯგუფზე განხორციელდა. მისივე თქმით ოპერაციის დროს ერთი პირი იქნა აყვანილი, რომელსაც ტერორგანიზაცია დეაშთან ჰქონდა კავშირი და მისი მეშვეობით კიდევ სამი პირი იქნა დაკავებული. ფრანგული მედიასაშვალებების ინფორმაციით დაკავებულებს შორის ერთი ქალია. საფრანგეთში მიმდინარე წლის იანვრის თვიდან მოყოლებული დღემდე ტერორიზმთან ეჭვმიტანილი 74 პირი დააკავეს. საფრანგეთში გასული წლის 14 ნოემბერს პარიზში განხორციელებული ტერაქტის შედეგად 130 ადამიანი დაიღუპა, 350 კი დაშავდა. ამ თავდასხმის შემდეგ ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.



მსგავსი ინფორმაციები