Pegida-ს მხარდამჭერებმა მსვლელობა ჩაატარეს
გააპროტესტეს ევროპაში მიგრანტთა დინება და გერმანიის ფედერალური კანცლერის ანგელა მერქელის, მიგრანტებისადმი მიმართული „ღია კარის“ პოლიტიკა
446677
მიგრანტების და ისლამის მოწინააღმდეგე Pegida-ს მხარდამჭერებმა მსვლელობა ჩაატარეს გერმანიის ქალაქ ლაიფციგში. მსვლელობას ასობით ადამიანი შეუერთდა.
გააპროტესტეს ევროპაში მიგრანტთა დინება და გერმანიის ფედერალური კანცლერის ანგელა მერქელის, მიგრანტებისადმი მიმართული „ღია კარის“ პოლიტიკა.
ქუჩებში იყვნენ გამოსულნი Pegida-ს მოწინააღმდეგე მცირე რაოდენობის აქციონერებიც.
ორ დაჯგუფებას შორის უსიამოვნოების თავიდან აცილების მიზნით უშიშროების ძალებმა საჭირო ზომები მიიღეს.
Pegida-ს მხარდამჭერები თავს, ევროპის ისლამიზაციის წინააღმდეგ, სამშობლოს მოყვარე ევროპელებად წარმოადგენენ.
გერმანიაში, უმოკლეს დროში, მრავალი მხარდამჭერის მომპოვებელი ულტრა მემარჯვენე, რასისტული მოძრაობის წევრები, ყოველ კვირა აწყობენ მსგავს აქციებს.