აშშ-ში მუსლიმანის პოლიტიკაში ჩართვას მოითხოვენ

აშშ-ში მუსლიმანის პოლიტიკაში ჩართვას მოითხოვენ

443761
აშშ-ში მუსლიმანის პოლიტიკაში ჩართვას მოითხოვენ

აშშ-ში მუსლიმანის პოლიტიკაში ჩართვას მოითხოვენ

აშშ-ს კონგრესის წევრი მუსლიმანი წევრებიდან ქეით ელისონი და ანდრე კარსონი ქვეყანაში უფრო მეტი მუსლიმის პოლიტიკაში ჩართვის ინიციატივით გამოდიან. მათ ეს განცხადება ამერიკის ისლამის რელიგიის ცენტრში გამართული შეხვედრის დროს გააკეთეს და აღნიშნეს, რომ მუსლიმები ამერიკის საზოგადოებაში მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. მინესოტას შტატის პარლამენტარმა ელისონმა განაცხადა, რომ მუსლიმანებს აშშ-სთვის მნიშვნელოვანი პროექტების შეთავაზება შეუძლიათ, რის გამოც საჭიროა მათი რაოდენობა პოლიტიკაში საგრძნობლად გაიზარდოს. კარსონმა კი აღნიშნა, რომ ისლამი აშშ-ში ყველაზე სწრაფად გავრცელებადი რწმენაა. "11 სექტემბრის მოვლენების შემდეგ აშშ-ს პოლიტიკაში მუსლიმანების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა და დღეისათვის კონგრესში მხოლოდ ორი წევრია. აშშ-ში დაახლოებით რვა მილიონი მუსლიმანი ცხოვრობს და საჭიროა პოლიტიკაში უფრო მეტის ჩართვა, რადგან ჩვენც ამ საზოგადოების ნაწილი ვართ," განაცხადა მან. ამერიკის ისლამის რელიგიის ცენტრში გამართულ შეხვედრას ასევე თურქეთის დამოუკიდებელი მრეწველების და ბიზნესმენთა ასოციაციის ვაშინგტონის წარმომადგენელი იბრაჰიმ უიარიც ესწრებიდა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ში მცხოვრები მუსლიმანები როგორც სხვა რელიგიის წარმომადგენლები მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ, ამიტომ საჭიროა მათაც შეიტანონ თავიანთი პოლიტიკური წვლილი ქვეყნის განვითარებაში.



მსგავსი ინფორმაციები