აშშ-მა PYD-ს პკკ-ას მხარდაჭერისთვის გაფრთხილება მისცა

აშშ-მა PYD-ს პკკ-ას მხარდაჭერისთვის გაფრთხილება მისცა

443744
აშშ-მა PYD-ს პკკ-ას მხარდაჭერისთვის გაფრთხილება მისცა

აშშ-ს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ თურქეთის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე ქვეყანაა. ჟენევაში გამართულ გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე დასწრების შემდეგ ბლინკენმა გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ ტერორგანიზაცია პკკ-ს სირიის დაჯგუფება PYD-ს ქმედებების გამო შეშფოთებული არიან. "შეიძლება ითქვას, რომ PYD ტერორგანიზაცია დაიშის წინააღმდეგ იბრძვის, მაგრამ ჩვენ ისინი გავაფრთხილეთ, რომ პკკ-ს და სხვა მოკავშირე დაჯგუფებებისთვის არანაირი მხარდაჭერის ნაბიჯი არ უნდა გადაედგათ. ისინი კი პირიქით იქცევიან, რამაც სამომავლოდ შეიძლება სხვა პრობლემებიც წარმოქმნას" განაცხადა აშშ-ს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ. მან ასევე განაცხადა, რომ თურქეთს სირიის საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის და აშშ და თურქეთი სირიის საკითთან დაკავშირებით ერთბლივად მოქმედებენ.


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #პკკ , #PYD , #მხარდაჭერა

მსგავსი ინფორმაციები