საფრანგეთი PKK-ს ტერორგანიზაციების სიიდან ამოღებას ეწინააღმდეგება

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო PKK-ს ტერორისტული ორგანიზაციის სიიდან ამოღებას ეწინააღმდეგება

443207
საფრანგეთი  PKK-ს ტერორგანიზაციების სიიდან ამოღებას ეწინააღმდეგება

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო PKK-ს ტერორისტული ორგანიზაციის სიიდან ამოღებას ეწინააღმდეგება.

სამინისტრომ ევროპარლამენტის მიერ PKK-ს ტერორგანიზაციების სიიდან ამოღების მიზნით წარმოებულ სამუშაოებზე განცხადება გააკეთა, რომელშიც ნათქვამია: „საფრანგეთის პოზიცია PKK-სთან დაკავშირებით ნათელი და ურყევია. PKK, ევროკავშირის მიერ მომზადებული ტერორგანიზაციების სიაში შესული ჯგუფია. ის მიზეზები, რის გამოც ორგანიზაცია ამ სიაში მოხვდა, ისევ არსებობს“.

სამინისტროს განცხადებაში ასევე დაგმობილია ტერორგანიზაცია PKK-ს მიერ თურქეთში 2015 წლის 22 ივლისიდან განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმები.

ევროპარლამენტის მემარცხენე ჯგუფის წევრის მარი კრისტინ ვერჟიატის და ევროპარლამენტის სოციალისტური ჯგუფის წევრის ანა გომესის მიერ PKK-ს ევროკავშირის ტერორისტული სიიდან ამოღებისათვის დაწყებულ ხელმოწერის კამპანის მხარი ასმა პარლამენტარმა დაიჭირა.

PKK, 2002 წელში სხვა სახელებით კადეკ და კონგრა-გელთან ერთად ევროკავშირის „ტერორისტული ორგანიზაციების სიაში“ იქნა შეტანილი და 2007 წლის 28 ივნისს კი შეიარაღებული თავდასხმების PKK-ს სახელით ჩამდენი TAK-იც ამავე სიაში შეიტანეს.



მსგავსი ინფორმაციები