კერი: გვესმის თურქეთის შეშფოთება YPG-სთან დაკავშირებით

აშშ-ში განაცხადეს, რომ თურქეთის შეშფოთება YPG-სთან დაკავშირებით ესმით და პატივს სცემენ.

439945
კერი: გვესმის თურქეთის შეშფოთება YPG-სთან დაკავშირებით

აშშ-ში განაცხადეს, რომ თურქეთის შეშფოთება YPG-სთან დაკავშირებით ესმით და პატივს სცემენ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ, განაცხადა, რომ საკითხთან დაკავშირებით, რომელმაც ანკარა-ვაშინგტონს შორის დაძაბულობა გამოიწვია, მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თურქეთის მიერ ტერორგანიზაცია PKK-ს სირიის განშტოება YPG-სათვის მხარდაჭერაზე თურქეთის რეაქციაზე კერიმ წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში ისაუბრა და განაცხადა: „PKK-ს, PKK-ს განშტოება YPG-ს თან დაკავშირებით თურქეთის მღელვარება გვესმის. საკითხზე მათთან მნიშვნელოვნად ვსაუბრობთ. პატივი უნდა ვცეთ თურქეთის შეშფოთებას და გვჯერა, რომ ასეც ვიქცევით.“

კერიმ აღნიშნა, რომ ნატოს მოკავშირე თურქეთთან ახლო თანამშრომლობა აქვთ და დაამატა, რომ დეაშის უკუსაგდებად საჭიროა ადგილობრივი ძალები და ამის მაგალითად კობანი მოიყვანა. მისივე თქმნით, არსებობენ სხვა ქურთული ჯგუფებიც, რომლებსაც თურქეთთან ერთად მოქმედება შეუძლიათ.
„იმისათვის, რომ ანკარისათვის მნიშვნელოვანი ხაზები არ გადაიკვეთოს და რეგიონის მგრძნობელობა იქნას გათვალისწინებული, თურქ უფლებამოსილებთან ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ წინსვლას„ - განაცხად ამერიკის სახელმწიფო მდივანმა.


საკვანძო სიტყვები: #ჯონ კერი , #აშშ , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები