ტერორგანიზაცია დეაშის ლიბიაში მომძლავრების გამო შეწუხებული აშშ, ტერორგანიზაციას სიცილიიდან აფრენილი თვითმფრინავებით დაბომბავს.

ტერორგანიზაცია დეაშის ლიბიაში მომძლავრების გამო შეწუხებული აშშ, ტერორგანიზაციას სიცილიიდან აფრენილი თვითმფრინავებით დაბომბავს.

438377

თეთრი სახლის დეაშთან მებრძოლ კოალიციაში სპეციალურმა წარმომადგენელმა ბრეტ მაკგორკმა განაცხადა, რომ ტერორგანიზაციის ლიბიაში ქმედებებს თვალყურს ადევნებენ. მისი თქმით, დეაში ლიბიაში შეძლებისდაგვარად ბევრი უცხოელი ტერორისტის მიზიდვას ცდილობს და დაამატა, რომ „ამერიკა პირდაპირი საფრთხის დანახვის შემთხვევაში მოქმედების დაწყებისათვის არ იყოყმანებს“.

ამავდროულად, იტალიამ მწავნე შუქი აუნთო ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატების სიცილიის საჰაერო ბაზიდან აფრენას. იტალიის ნებართვით სიგონელას საჰაერო ბაზიდან ასაფრენი უპილოტო საფრენო აპარატები ლიბიაში დეაშის სამიზნეებს დაბომბავს. ამ ბაზას 2011 წელში ნატო ძალები იყენებდნენ.

ლიბიაში, სავარაუდოდ, დეაშის დაახლოებით 6 ათას 500 ტერორისტი იმყოფება. ერაყსა და სირიაში ზეწოლის გამო ტერორგანიზაცია ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიაზე გაძლიერებას ანიჭებს მნიშვნელობას.

მსგავსი ინფორმაციები