აშშ-ის და კუბის ურთიერთობებში ახალი ეტაპი

აშშ-ის და კუბის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა

434088
აშშ-ის და კუბის ურთიერთობებში ახალი ეტაპი

აშშ-ის და კუბის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.

კუბის დედაქალაქ ჰავანაში მიღებული შეთანხმება, ორი სახელმწიფოს ურთიერთობაში, ისტორიულ დღედ და მნიშვნელოვან გარდამავალ ეტაპად აღინიშნება.

შეთანხმების გათვალისწინებით, აშშ-ის საავიაციო კომპანიები, სატრანსპორტო სამინისტროსგან მოითხოვენ დააკონკრეტონ და აცნობონ, კუბის რომელ ქალაქებთან შეიძლება ფრენების წარმართვა.

სამინისტროს მხრიდან, მიმართვას პასუხი გაეცემა ზაფხულის დასასრულისთვის და დაკონკრეტდება მარშრუტები.

ორი ქვეყნის ავიაკომპანიებს შეეძლებათ ერთობლივი ფრენების წარმართვა და თვითმფრინავების დაქირავებისთვის ხელშეკრულებების მიღება.

ვაშინგტონის და ჰავანას ხელისუფლებამ, 53 წლის შემდეგ, 2014 წლის დეკემბერში, მიიღო ურთიერთობის ნორმალიზების გადაწყვეტილება.



მსგავსი ინფორმაციები