მერკელი თურქეთის წინადადებას მხარს უჭერს

ანგელა მერკელი სირიის ტერიტორიაზე ბუფერული ზონის ჩამოყალიბების მომხრეცაა

433471
მერკელი თურქეთის წინადადებას მხარს უჭერს

მერკელი თურქეთის წინადადებას მხარს უჭერს

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თურქეთის მხრიდან სირიაში ფრენისათვის აკრძალული ზონის შექმნასთან დაკავშირებით განცხადებას მხარი დაუჭირა. მან ეს მხარდაჭერა ერთ-ერთ გერმანულ გაზეთთან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა და დასძინა, რომ "სირიაში ფრენისათვის აკრძალული ზონის ჩამოყალიბებას მხარს უჭერს". მერკელმა ასევე განაცხადა, რომ ფრენისათვის აკრძალული ზონის შექმნა საკუთარი საცხოვრებელი ტერიტორიებიდან გადასახლებული სირიის მოქალაქეებისთვის ერთგვარი მშვიდობიანი თავშესაფარი შეიძლება იყოს, ამიტომ მისი ჩამოყალიბება ძალზედ მნიშვნელოვანია. "რეგიონში რაიმე სახის შეთანხმების გასაფორმებლად აუცილებელია სირიის ოპოზიციონერებთან და მათ მხარდამჭერებთან მოლაპარაკებების გამართვა"-განაცხადა გერმანიის კანცლერმა. ანგელა მერკელი სირიის ტერიტორიაზე ბუფერული ზონის ჩამოყალიბების მომხრეცაა. მან ასევე ინტერვიუში თურქეთის მხრიდან 2 მილიონზე მეტი ლტოლვილის შეფარებაზეც გაამახვილა ყურადღბა.



მსგავსი ინფორმაციები