ევროპაში PEGIDA-ს აქციები გაიმართა

ევროპაში PEGIDA-ს აქციები გაიმართა

428623
ევროპაში PEGIDA-ს აქციები გაიმართა
ისლამის და ანტი ემიგრანტული გამოსვლებით ცნობილმა PEGIDA-ს ორგანიზაციამ ევროპის 14 ქალაქში აქციები გამართა. აქციების მთავარი ცენტრი კი გერმანიის ქალაქი დრეზდენი გახლდათ, რომელშიც 8000 პირი მონაწილეობა. PEGIDA-ს წარმომადგენლები საკუთარ თავს ”დასავლეთის ისლამიზაციის წინაშე გამომსვლელ პატრიოტ ევროპელებად” მიიჩნევენ. აქციის მონაწილეებმა გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის მიგრანტთა პოლიტიკა გააკრიტიკეს. ანტი ემიგრანტული გამოსვლები გერმანიასთან ერთად ჰოლანდიაში, ჩეხეთში და პოლონეტშიც გაიმართა. მათი მოთხოვნილება მუსლიმანი მიგრანტების დასავლეთის ქვეყნებში შეყვანის აკრძალვა გახლდათ. ისინი ასევე ევროპის სხვა ქვეყნებსაც მსგავსი გამოსვლებისკენ მოუწოდებდნენ. მეორეს მხრივ გუშინ ასევე PEGIDA-ს რასისტული გამოსვლების საწინააღმდეგო აქციებიც გაიმართა. გერმანიაში გამართული ორივე აქცია უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებით ჩაიარა.

საკვანძო სიტყვები: #ევროპა , #PEGIDA , #აქციები

მსგავსი ინფორმაციები