თავდასხმა ესპანეთის პრემიერმინისტრზე

ესპანეთში 20 დეკემბერს საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს

412450
თავდასხმა ესპანეთის პრემიერმინისტრზე

ესპანეთში 20 დეკემბერს საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს და სწორედ არჩევნების წინ ქვეყნის პრემიერმინისტრ მარიანო რახოიზე ქალაქ პონტევედრაში ფიზიკური თავდასხმა განხორციელდა. პრემიერს თავდასხმის შედეგად სახეზე მცირედი დაზიანებები აღენიშნებოდა, მაგრამ ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებაში მან აღნიშნა, რომ თავს კარგად გრძნობს და რაიმე პრობლემა არ აქვს. რახოიმ მიუხედავად ფიზიკური თავდასხმისა, საარჩევნი პროგრამა მაინც გააგრძელა. 17 წლის თავდამსხმელი კი დაკავებულ იქნა. იგი პონტევედრას კლუბის ფანი გახლდათ.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები