შანხაის სამიტი

ჩინეთის ჰენანის პროვინციამ მასპინძლობა გაუწია შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტს

410828
შანხაის სამიტი

ჩინეთის ჰენანის პროვინციამ მასპინძლობა გაუწია შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის მთავრობის ლიდერთა სამიტს.
სამიტის მონაწილეებმა გამოკვეთეს რეგიონის აღორძინების, კეთილდღეობის მშვიდობის და სტაბილურობის საკითხები.
სამიტზე, მიღებულ იქნა დეკლარაცია რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის განმტკიცების, ისტორიული აბრეშუმის გზის გამოცოცხლების პროექტისთვის მხარდაჭერის მიზნით. დეკლარაციაში გამოიკვეთა წევრი ქვეყნების სტაბილური, სოციალ-ეკონომიკური აღორძინების და კეთილდღეობის უზრუნველყოფის საჭიროება.
ამ მიზნით ყურადღება გამახვილდა რეგიონული სატრანსპორტო ქსელის გაშენებაზე, ტექნოლოგიის და ფინანსის სფეროებში თანამშრომლობის გაზრდაზე.
მნიშვნელოვნად ეწოდა, ორგანიზაციის ფარგლებში, დამკვირვებელ და პარტნიორი დიალოგის ქვეყნებს.
მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, მორიგი სხდომის ჩატარება მოხდეს მომავალ წელს, ყირგიზეთში.
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია შეიქმნა 1996 წელს, ჩინეთის, რუსეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის და ტაჯიკეთის მხრიდან. ორგანიზაციას, 2001 წელს შეუერთდა უზბეკეთი.
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში დამკვირვებელი ქვეყნების რიგებში არიან ინდოეთი, ავღანეთი, ირანი, მონღოლეთი და პაკისტანი. თურქეთი, ბელარუსია და შრი-ლანკა კი არის პარტნიორი დიალოგის ქვეყნები.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები