გერმანიის თვითმფრინავები ინჯირლიღში

გერმანიის მზვერავი და ბენზინგასამართი თვითმფრინავები განლაგდებიან ინჯირლიღის ბაზაზე

357670
გერმანიის თვითმფრინავები ინჯირლიღში

გერმანიის სირიის საჰაერო სივრცეში მომსახურე მზვერავი და ბენზინგასამართი თვითმფრინავები განლაგდებიან ინჯირლიღის ბაზაზე.
ფედერალური პრეს ცენტრის შენობაში გამართულ ბრიფინგზე, გერმანიის თავდაცვის მინისტრის მრჩეველის ფლოსდორფის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ბუნდესტაგი თანხმობას განაცხადებს მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებაზე და მომავალ კვირას ექვსი მზვერავის, ერთი ბენზინგასამართი თვითმფრინავის, 1.200 სამხედროს და ერთი ფრეგატის სირიაში გაგზავნაზე, მომავალ კვირას ინჯირლიღის ბაზაზე გაიგზავნება ორი მზვერავი და ორი ბენზინგასამართი თვითმფრინავი.
მზვერავი თვითმფრინავები მზად არიან ერთდროულად საჰაერო სივრცეში ყოფნისთვის, სხვა ორი თვითმფრინავი კი, რეზერვის სახით, მზადყოფნაში იქნება რაიმე ტექნიკური გაუმართაობისთვის. სხვა ექვსი მზვერავი თვითმფრინავის ინჯირლიღში ჩასვლის შემდეგ კი, მომსახურება დაიწყება მომავალ თვეში.
ამჟამად, გერმანიის აღმოჩენების შესახებ, ირანის დამასკოს და რუსეთისთვის ინფორმაციის მიწიდებაზე საუბარი არ დგას დღის წესრიგში.
მზვერავები არ მოახდენენ ხმელეთზე დაბომბვებს, თავდაცვის მიზნით, აღჭურვილნი იქნებიან საჰაერო თავდაცვის რაკეტებით.
ფინანსთა მინისტრის მრჩეველის ჟურგ ვეისგერბერის ცნობით კი, სირიაში ტერ-ორგანიზაცია DEAŞ-თან ბრძოლისთვის გერმანიას გათვალისწინებული აქვს 134 მილიონი ევროს გამოყოფა და მომსახურება ყოველ წლიურად გაგრძელდება, მანამ, სანამ მთლიანად არ მოხდება DEAŞ-ის განადგურება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები