ბელგიაში ტერორისტული საფრთხის გამო განგაშია გამოცხადებული

ბელგიაში ტერორისტული საფრთხის გამო განგაშია გამოცხადებული

421271
ბელგიაში ტერორისტული საფრთხის გამო განგაშია გამოცხადებული

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, სადაც ტერორისტული მუქარის გამო განგაშია გამოცხადებული, პოლიციამ ოპერაციები ჩაატარა. 4 საათიანი ოპერაციის შედეგად 16 ადამიანი დააკავეს.

ოპერაციის დასრულების შემდეგ გაკეთებული განცხადების მიხედვით, ჩხრეკა 22 სახლში ჩაატარეს, თუმცა პარიზის ტერაქტებში მონაწილეობაში ეჭვმიტანილი სალაჰ აბდესლამი ვერ აღმოაჩინეს.

ოპერაციის დროს ასევე არ ყოფილა ამოღებული იარაღი ან ასაფეთქებელი ნივთიერება.

ბრიუსელში კვირას გამოცხადებული უმაღლესი დონის განგაში ორშაბათსაც გაგრძელდება.

ამავდროულად, კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სოციალური ქსელების მეშვეობით გავრცელებული განცხადებით ცნობილი გახდა, რომ ბრიუსელში მდებარე კანადის საელჩო მუშაობას დროებით წყვეტს. განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება ტერორის მაღალი რისკის გამო მიიღეს და მომსახურებას მოსახლეობას მხოლოდ საგანგებო სიტუაციაში გაუწევენ.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები