მანუელ ვალსი: ევროკავშირის ქვეყნები თუ მოვალეობას არ შეასრულებენ

მანუელ ვალსი: ევროკავშირის ქვეყნები თუ მოვალეობას არ შეასრულებენ, შესაძლოა კამათი დაიწყონ შენგენის შეთანხმებაზე

419921
მანუელ ვალსი: ევროკავშირის ქვეყნები თუ მოვალეობას არ შეასრულებენ

საფრანგეთის პრემიერმინისტრმა მანუელ ვალსმა განაცხადა, რომ პარიზში მომხდარ ტერაქტებთან დაკავშირებით ევროკავშირის ქვეყნები თუ მოვალეობას არ შეასრულებენ, შესაძლოა კამათი დაიწყონ შენგენის შეთანხმებაზე.

საფრანგეთის პრემიერმა ერთ-ერთი სატელევიზიო არხით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ პარიზში 13 ნოემბერს მომხდარი ტერაქტების ორგანიზატორი აბდულჰამიდ აბაუდი არ იციან როგორ მოხვდა ევროპაში.

მისი თქმით, საზღვრების 100%-იანი დაცვის უზრუნველყოფა შეუძლებელია და ზოგიერთმა ტერორისტმა მიგრანტთა კრიზისით ისარგებლა და ევროპაში შეიპარა.

საფრანგეთის პრემიერის განცხადებით, ტერაქტის შემდეგ დაახლეობით 600 სახლში ჩხრეკა ჩატარდა და 157 ადამიანი სავალდებულო შინა პატიმრობაში იმყოფება.

ამავდროულად, ცნობილი გახდა, რომ პარიზში მომხდარი ტერაქტების დროს დაღუპულთა ოჯახებს 20-დან 30 ათას ევრომდე კომპენსაციას გადაუხდიან და კომპენსაციით ტერაქტების დროს დაზარებულებიც ისარგებლებენ.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები