ობამა: "რუსეთი და ირანი ვალდებულები არიან გადაწყვიტონ სურთ თუ არ

ობამა: "რუსეთი და ირანი ვალდებულები არიან გადაწყვიტონ სურთ თუ არა ასადის მხარდაჭერა"

367334
ობამა: "რუსეთი და ირანი ვალდებულები არიან გადაწყვიტონ სურთ თუ არ

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ რუსეთი და ირანი ვალდებულები არიან გადაწყვიტონ სურთ თუ არა სირიის სახელმწიფოს მეთაურის ბაშარ ასადის მხარდაჭერა.

აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტისათვის ფილიპინების დედაქალაქ მანილაში მყოფმა ობამამ კანადის პრემიერ ჯასტინ ტრუდეუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთმა და ირანმა უნდა აირჩიონ ასადის მხარდაჭერა სურთ თუ ლეგიტიმური მთავრობის შექმნით „გადარჩეს სირიის სახელმწიფო“.

ობამას განცხადებით, ასადი „ლეგიტიმურობას ისევ ვერ მოიპოვებს“ და სირიის შიდა ომი ასადის ხელისუფლებიდან წასვლის გარეშე არ დასრულდება.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სირიის საკითხზე ბოლო პერიოდში წარმოებული დიპლომატიური მცდელობების მიზანი გახლავთ ვითარების საბოლოოდ პოლიტიკური გარდამავალი პროცესით დასრულება.

კანადის პრემიერმა კი განაცხადა, რომ მისი ქვეყანა სირიასა და ერაყში DEAŞ-ის წინააღმდეგ წარმოებული ოპერაციების მტკიცე პარტნიორობას გააგრძელებს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები