პაპმა ვატიკანში მომხდარ სკანდალთან დაკავშირებით განცხადება გააკე

პაპმა ვატიკანში მომხდარ სკანდალთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

365116
პაპმა ვატიკანში მომხდარ სკანდალთან დაკავშირებით განცხადება გააკე

პაპმა ვატიკანში მომხდარ სკანდალთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

კათოლიკური სამყაროს სულიერმა ლიდერმა პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში აგორებულ მეორე სკანდალთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მომხდარის გამო სწუხს, თუმცა ეს მათ ხელს ვერ შეუშლის ეკლესიაში რეფორმები გაატარონ.

პაპმა ვატიკანში კვირის წირვის შემდეგ გასულ კვირაში მომხდარ სკანდალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოპარული და გავრცელებული საიდუმლო დოკუმენტების გამო შეშფოთებულები არიან, უპირველეს ყოვლის ამ დოკუმენტების მოპარვა დანაშაულია და სათანადო ზომები უკვე გაატარეს.

პაპმა სკანდალების მიუხედავად ეკლესიაში რეფორმების გაგრძელების პირობა დადო.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირაში ვატიკანის ფინანსურ საქმეთა კომისიის ორმა წევრმა საიდუმლო დოკუმენტები მოიპარა და გაავრცელა.

კათოლიკური სამყაროს ცენტრ ვატიკანში მსგავს სკანდალს სამი წლის წინაც ჰქონდა ადგილი, როდესაც ვატიკანის საიდუმლო დოკუმენტები ერთ-ერთი იტალიელი ჟურნალისტის წინგში მოხვდა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები