PEGİDA-ს გამოსვლები მიგრანტების წინააღმდეგ

PEGİDA-ს გამოსვლები მიგრანტების წინააღმდეგ

391494
PEGİDA-ს გამოსვლები მიგრანტების წინააღმდეგ

PEGİDA-ს მოძრაობა გერმანიაში უცხოელი თავშესაფრის მაძიებელთა წინააღმდეგ გამოსვლებს აგრძელებს. მუსლიმების და მიგრანტების წინააღმდეგ გამოსვლებით ცნობილი PEGİDA-ს მოძრაობამ გერმანიის ქალაქ დრეზდენში გუშინაც აქციები გამართა. ისინი ანტისამთავრობო ლოზუნგებს გაიძახოდნენ და თავშესაფრის მაძიებლების ქვეყნიდან დეპორტაციას მოითხოვდნენ. PEGİDA-ს ჩამომყალიბებელთაგან ლუტზ ბაჰმანმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მიგრანტთა პოლიტიკა გააკრიტიკა და მისი შეცვლა მოითხოვა. PEGİDA-ს აქციის პარალელურად დრეზდენში ასევე მთავრობის მიერ მიგრანტების მიმართ გატარებული პოლიტიკის მხარდამჭერი აქციაც გაიმართა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები