პენტაგონის შეფმაც გააკრიტიკა რუსეთის ოპერაციები სირიაში

“უახლოეს ხანებში რუსეთმა შეიძლება დიდი დანაკარგები განიცადოს“

390022
პენტაგონის შეფმაც გააკრიტიკა რუსეთის ოპერაციები სირიაში


ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტრების შეკრების დასრულების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში პენტაგონის შეფმა ეშტონ კარტერმა თქვა, რომ შეკრებაზე რუსეთის მიერ სირიაში განხორციელებულ საჰაერო ოპერაციებსაც დაუთმეს ყურადღება და აღნიშნეს, რომ მოსკოვს უნდა დაებომბა რადიკალური ისლამისტების პოზიციები, მაგრამ, მან თავიდან ესადის მოწინააღმდეგე დაჯგუფებები დაბომბა, რითაც გააძლიერა ესადის რეჟიმის პოზიციები.

“ამით რუსეთმა მეტად დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, რადგან, ესადის გაძლიერებით სირიაში სამოქალაქო ომი გაიწელება და თუ რუსეთი ასე გააგრძელებს, მაშინ, ჩვენ არ ვითანამშრომლებთ მასთან“, განაცხადა კარტერმა და დაამატა, რომ თურქეთის საზღვრის დარღვევით რუსეთმა ნატოს საზღვარიც დაარღვია, რის გამოც მან უახლოეს ხანებში შეიძლება დიდი დანაკარგები განიცადოს


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები