საბერძნეთში ციპრასის მეორე პერიოდი დაიწყო

საბერძნეთში ციპრასის მეორე პერიოდი დაიწყო

389692
საბერძნეთში ციპრასის მეორე პერიოდი დაიწყო

მიმდინარე წლის 20 სექტემბერს საბერძნეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. პრემიერმინისტრ ციპრასის მეთაურობით ჩამოყალიბებულმა პარტია სირიზამ და დამოუკიდებელი ბერძნების პარტი ANEL-მა კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება შესძლეს. საბერძნეთის პარლამენტი 300 პარლამენტარისგან შესდგება. მთავრობის ჩამოყალიბების კენჭისყრაში კი 299-მა პარლამენტარმა მიიღო მონაწილეობა. პარტია სირიზამ და ანელმა, რომლებსაც 155 პარლამენტარი ჰყავთ პარლამენტში, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება შესძლეს. ოპოზიციურმა პარტიამ კი უარყოფითი ხმა გამოიყენა. პარლამენტში ხმის მიცემის პროცედურის დაწყებამდე სიტყვით გამოსულმა პრემიერმინისტრმა ციპრასმა განაცხადა, რომ ჩამოსაყალიბებელი მთავრობის მთავარი მიზანი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება და დავალიანების რესტრუქტურიზაცია უნდა იყოს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები