რევოლუციური ძალების ორგანიზაცია იარაღის ჩაბარებას აპირებს

რევოლუციური ძალების ორგანიზაცია იარაღის ჩაბარებას აპირებს

353481
რევოლუციური ძალების ორგანიზაცია იარაღის ჩაბარებას აპირებს

კოლუმბიაში 50 წელზე მეტია ანტი სამთავრობო გამოსვლებით ცნობილი შეიარაღებული ძალა ”რევოლუციური ძალების ორგანიზაცია” იარაღის ჩაბარებას აპირებს. კუბის დედაქალაქ ჰავანაში კოლუმბიის მთავრობას და დაჯგუფებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღბული. კოლუმბიის პრეზიდენტის ხუან მანუელ სანტოსის განცხადებით შეიარაღებულ ძალებთან 2016 წლის 23 მარტამდე სამშვიდობო მოლაპარაკებას ხელი უნდა მოაწერონ. შეიარაღებული დაჯგუფებამ კი სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის განმავლობაში იარაღი უნდა ჩააბაროს. აღნიშნული ფაქტი აშშ-ს საგარეო საქმეთა მინისტრმაც შეაფასა და მას ისტორიული მოვლენა უწოდა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები