გერმანია რუსეთ-აშშ-ს ინიციატივას მხარს უჭერს

“სირიის კრიზისი დიალოგით უნდა მოგვარდეს“

390824
გერმანია რუსეთ-აშშ-ს ინიციატივას მხარს უჭერს



გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ ვალტერ შტეიენმეიერმა გერმანულ გაზეთ Bild am Sonntag-სათვის მიცემულ ინტერვიუში მხარი დაუჭირა სირიის საკითხში აშშ-რუსეთს დაგეგმილ დიალოგს.

“ჩვენ კმაყოფილებას გამოვთქვამთ მოსკოვ ვაშინგტონს შორის როგორც სირიის საკითხში, ასევე ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში დიალოგის დაწყების დადგენილებას და არა კონფრონტაციას“, განაცხადა გერმანელმა დიპლომატმა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა რუსეთთან თანამშრომლობის ფარგლებში იმედი გამოთქვა, რომ მოსკოვი თეირანთან ერთად დაარწმუნებს ესადს მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე.

მისივე აზრით მოლაპარაკებებზე უნდა დაისვას ესადის ხელისუფლებიდან წასვლის საკითხიც.

სირიის საკითხში გუშინ სატელეფონო საუბარი შედგა აშშ-ს და რუსეთის თავდაცვის მინისტრებს, აშტონ კარტერსა და სერგეი შოუგოს შორის და მიიღეს დადგენილება, სირიის პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით მხარ დაუჭირეს დიალოგის გაგრძელებას


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები