შენგენის შეთანხმების ირგვლივ კამათი იზრდება

უნგრეთი, სერბეთის შემდეგ, ახლა რუმინეთის ერთ ნაწილზე გეგმავს საზღვრის გადაკეტვას.

350509
შენგენის შეთანხმების ირგვლივ კამათი იზრდება

ევროპაში, შენგენის შეთანხმების ირგვლივ კამათი იზრდება.
უნგრეთი, სერბეთის შემდეგ, რუმინეთის ერთ ნაწილზე გეგმავს საზღვრის გადაკეტვას. გარდა ამისა, უნგრეთმა შუაღამისას, სერბეთის საზღვარზე დაიწყო დროებითი კონტროლის პროგრამის დაწესება.
სერბეთის მხარეს ლტოლვილების გაურკვეველი მოლოდინი კი, გრძელდება. სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, განვითარებული მოვლენების შემდეგ, ეწვია საზღვარს და ლტოლვილებს აცნობა, რომ საკითხის მოსაწესრიგებლად მოახდენს შეხვედრებს. ლტოლვილთა კრიზისის გამო, საზღვარზე შეფერხება შეექმნა კომერციულ სატვირთო მანქანებსაც. ამავდროულად ჩეხეთის რესპუბლიკამ განაცხადა, რომ ლტოლვილებისთვის შეფერხების მიზნით საზღვარზე განალაგებს სამხედროებს.
ავსტრიის ოფიციალური პირების განცხადებით კი, 16 სექტემბრიდან დროებით კონტროლს დააწესებს უნგრეთის, იტალიის, სლოვენიის, სლოვაკეთის საზღვრებზე.ევროპაში, შენგენის შეთანხმების ირგვლივ კამათი იზრდება.
უნგრეთი, სერბეთის საზღვრის შემდეგ, რუმინეთის ერთ ნაწილზე გეგმავს საზღვრის გადაკეტვას. გარდა ამისა, უნგრეთმა შუაღამისას, სერბეთის საზღვარზე დაიწყო დროებითი კონტროლის პროგრამის დაწესება.
სერბეთის მხარეს ლტოლვილების გაურკვეველი მოლოდინი კი, გრძელდება. სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, განვითარებული მოვლენების შემდეგ, ეწვია საზღვარს და ლტოლვილებს აცნობა, რომ საკითხის მოსაწესრიგებლად მოახდენს შეხვედრებს. ლტოლვილთა კრიზისის გამო, საზღვარზე შეფერხება შეექმნა კომერციულ სატვირთო მანქანებსაც. ამავდროულად ჩეხეთის რესპუბლიკამ განაცხადა, რომ ლტოლვილებისთვის შეფერხების მიზნით საზღვარზე განალაგებს სამხედროებს.
ავსტრიის ოფიციალური პირების განცხადებით კი, 16 სექტემბრიდან დროებით კონტროლს დააწესებენ უნგრეთის, იტალიის, სლოვენიის, სლოვაკეთის საზღვრებზე.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები