ევროკავშირში მატარებლების გამო განგაშია

ევროკავშირში მატარებლების გამო განგაშია

371807
ევროკავშირში მატარებლების გამო განგაშია

ევროკავშირმა 21 აგვისტოს პარიზი-ამსტერდამის მიმართულების მატარებელში მომხდარი ფაქტის შემდეგ უსაფრთხოების ზომების გასამკაცრებლად მუშაობა დაიწყო.

პარიზში შეკრებილი ევროპელი მინისტრები კონტროლის გაძლიერების საკითხზე შეთანხმდნენ.

ამ ფარგლებში გრძელი მანძილის და ქვეყნებს შორის რეისების შემსრულებელ მატარებლებში ბილეთებზე მგზავრთა მონაცემები დაიწერება.

საზღვრებზე კონტროლი გაიზრდება, მატარებლის დიდ სადგურებში მგზავრების და ტვირთის შემოწმება გახშირდება.

მინისტრებმა ევროკომისიას მოუწოდეს წლის ბოლომდე ჩაატაროს მუშაობა იმისათვის, რათა გართულებული იქნას იარაღის აღების პროცედურები.

გაიზრდება ქვეყნებს შორის სადაზვერვო მონაცემების გაცვლა.

ევროპელი უსაფრთხოების სპეციალისტები გატარებული უსაფრთხოების ზომების შესაფასებლად 11 სექტემბერს შეხვედრას გამართავენ.

ევროკავშირის ტრანსპორტის მინისტრები კი მომდევნო თვეში ლუქსემბურგში შეიკრიბებიან და ღონისძიებების საკითხზე რეგულაციების მიღებაზე იმსჯელებენ.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები