მედვედევი კურილიის კუნძულებს ეწვია

ამ ვიზიტმა იაპონია გააღიზიანა

339636
მედვედევი კურილიის კუნძულებს ეწვია


რუსეთ-იაპონიას შორის ახლიდან დაიწყო დაძაბულობა მას შემდეგ, რაც ამ ორ ქვეყანს შორის არსებული 4 საკამათო კუნძულიდან ერთ ერთს, იტურუპის სახელწოდების კუნძულს ეწვია რუსეთის პრემიერმინისტრი დიმიტრი მედვედევი.

ამ ვიზიტს მკაცრი პროტესტი მოჰყვა ტოკიოდან რა, ახსნა-განმარტებისათვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს რუსეთის ელჩი იაპონიაში, ხოლო ამის პარალელურად იაპონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ფუმიო ქიშიდამ ამ თვის ბოლოსათვის რუსეთში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტი გაურკვეველი დროით გადაავადა.

როგორც ცნობილია მეორე მსოფლიო ომის დასასრულს რუსეთმა იაპონიის ჩრდილოიეთ ნაწილში მდებარე და მისი კუთვნილი კურილიის 4 კუნძული დაიპყრო და მას შემდეგ ამ კუნძულების კუთვნილების თაობაზე ორ ქვეყანას შორის ხშირად წარმოიქმნება ხოლმე დაძაბულობა, რადგან, რუსეთი ხსენებულ კუნძულებს იაპონიის საკუთრებად არ მიიჩნევს და ამით ამართლებს უკანონო ანექსიას.

გასულ თვეში რუსეთმა ოხოტსკის ზღვაში მდებარე კურილიის ერთ ერთ კუნძულზე სამხედრო ბაზის მშენებლობაც დაიწყო


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები