ჰამანეის განცხადება ირანის ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით

ჰამანეის განცხადება ირანის ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით

332647
ჰამანეის განცხადება ირანის ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით

ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ჰამანეის განცხადებით, ირანსა და P5+1 ქვეყნებს შორის ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულება ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება. მისი განცხადებით აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული შეთანხმება ირანზე კულტურულ და პოლიტიკურ ზემოქმედების ძალისხმევის გატარებას არ ნიშნავს. სულიერი ლიდერის განცხადებით, ამ შეთანხმებას ორივე მხარე ხელს მოაწერს თუ არა ჯერ კიდევ გაურკვეველია. აღნიშნულ ხელშეკრულებას აშშ-ს კონგრესში მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში უნდა ეყაროს კენჭი. თუ კონგრესის ორი მესამედი უარყოფით ხმას მისცემს, მაშინ ეს შეთანხმება ძალაში ვერ შევა. ირანში კი ამ შეთანხმებას როგორც ეროვნული უშიშროების საბჭო, ასევე პარლამენტიც უჭერს მხარს. ირანის სულიერი ლიდერს აღნიშნული შეთანხმების შესახებ მხარდამჭერი გადაწყვეტილება არ მიუღია, მაგრამ ამ პროცესში მონაწილე ირანელი დიპლომატების მიმართ მხარდაჭერას გამოთქვამს. მეორეს მხრივ აშშ-ში მოღვაწე 340 საეკლესიო სასულიერო პირის მხრიდან ერთობლივი დეკლარაცია იქნა გავრცელებული, რითაც ისინი ამ შეთანხმებას მხარს უჭერენ.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები