ავღანეთში 15 პოლიციელი მოკლეს

ავღანეთში 15 პოლიციელი მოკლეს

326081
ავღანეთში 15 პოლიციელი მოკლეს

ავღანეთში ქვეყნის სამხრეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციაში პოლიციის ფორმაში გადაცმული თალიბანის მილიტანები ერთ-ერთ საკონტროლო პუნქტს თავს დაესხნენ და 15 პოლიციელი მოკლეს.

მომხდარის თაობაზე განცხადება ჰელმანდის გუბერნატორმა გააკეთა.

თალიბანმა მუსა კალას რეგიონში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო.

ორგანიზაციის მიერ ავღანეთში ტერაქტების მოწყობა გახშირდა. ავღანელი დაზვერვის სამსახურის უფლებამოსილები აცხადებენ, რომ თავდასხმებისათვის თალიბანი პაკისტანის დაზვერვას იყენებს.

ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ტერორიზმთან ბრძოლის საკითხის განსახილველად ისლამაბადში ჩავა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები