აშშ-მა უიგურების ჩინეთში გაგზავნა დაგმო

აშშ-მა ტაილანდში დაკავებული უიგურების საკუთარი სურვილის გარეშე ჩინეთში გაგზავნა დაგმო

378495
აშშ-მა უიგურების ჩინეთში გაგზავნა დაგმო

აშშ-მა ტაილანდში დაკავებული უიგურების საკუთარი სურვილის გარეშე ჩინეთში გაგზავნა დაგმო.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ გაკეთებულ წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ ტაილანდი დაკავებული უიგურების ჩინეთში გაგზავნით დაუცველი ადამიანების უსაფრთხოების დაცვის პირობებს არ დაემორჩილა.

კირბის განცხადებით, აღნიშნული პირები შესაძლოა შეუბრალებელი მოპყრობის და იურიდიული უფლებების დაუცველობის წინაშე აღმოჩნდნენ, რის გამოც „ღრმა შეშფოთებას“ გამოთქვამენ.

კირბიმ ტაილანდის მთავრობას და იმ ქვეყნებს, სადაც უიგურები არიან თავშეფარებულნი, მოუწოდა მათ იძულებით ნუ დაატოვებინებენ ქვეყნებს. ჯონ კირბიმ ჩინელ უფლებამოსილებს მოუწოდა უიგურების მიმართ პოზიციაში საერთაშორისო ფასეულობები დაიცვან.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები